30.09.2022 რელიზი

30 სექტემბერი, 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლია გვაზავა ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის ვიცე თავმჯდომარედ აირჩიეს.

კომიტეტის საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგეტიკის სექტორში ისეთი მიმართულებების შესწავლას და გაძლიერებას, როგორიცაა: საცალო კონკურენცია, დერეგულაციის ეფექტი, რეგულირებადი ინფრასტრუქტურის ეფექტურობის შეფასების მეთოდები, ეკონომეტრიკული მოდელები და მეთოდოლოგიები, დიგიტალიზაცია - ჭკვიანი ქსელები და ჭკვიანი მრიცხველები, მათი გავლენა ფასების რეგულირებაზე და სხვა.

ERRA ევროპის, აზიის, აფრიკისა და აშშ-ს მარეგულირებელ კომისიებს და ენერგეტიკულ ორგანიზაციებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ლია გვაზავა ERRA-ს კომიტეტების პირველი ქალი ვიცე-თავმჯდომარეა.