31.05.2021 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მხედველობის არმქონე და მცირე მხედველთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დავით ნარმანიამ და კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით კომისიის სამოქმედო გეგმა და მოისმინეს მათი კომენტარები და მოსაზრებები. თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიზანია იმ პრიორიტეტების გამოკვეთა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვას. კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტებთან ერთად მოხდება კომისიის და ენერგოომბუდსმენის სამსახურის ვებგვერდების ადაპტირება მხედველობადაქვეითებული პირებისთვის.
სამოქმედო გეგმა შემუშავებულია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.