9.06.2021 რელიზი
9 ივნისი, 2021
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შპს „ბათუმის წყალის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს კომპანიის განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრას კომისიის მხრიდან ესწრებოდნენ თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს გააცნეს კომისიის ხედვები და პროგნოზები კომპანიის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდა სამომავლო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს შპს „ბათუმის წყალის“ შეუფერხებელ საქმიანობასა და მომხმარებელთა საიმედო და უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.
შპს „ბათუმის წყალი“ ქ. ბათუმში ოპერირებს და 100 000-ზე მეტ მომხმარებელს უწევს მომსახურებას.