კომისიის თავმჯდომარე
ზოგადი საქმიანობა:
უძღვება კომისიის სხდომებს და პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე, აგრეთვე მათ გამოქვეყნებაზე; პასუხისმგებელია კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე; ამტკიცებს კომისიის წევრებისა და კომისიის აპარატის თანამშრომლების ხელფასების ოდენობას; ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს კომისიის წევრებთან შეთანხმებით; განკარგავს კომისიის ქონებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; წარმოადგენს კომისიას საქართველოსა და სხვა ქვეყნების ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში; კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
დავით ნარმანია
დაიბადა 1979 წელს
განათლება:
2002 – 2005 ასპირანტურა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (2006) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: „სექტორული ეკონომიკა (მრეწველობა)“;
2000 – 2002 ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაცია (2002 წ.). ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საერთაშორისო ბიზნესის მართვის” სპეციალობა;
1996 – 2000 ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მენეჯერის კვალიფიკაცია (2000 წ.) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის” სპეციალობა.
სამუშაო გამოცდილება:
01/1999 – 02/2001 ეკონომიკური განათლების პროგრამის კოორდინატორი, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;
03/2001 – 07/2003 უფროსი სპეციალისტი და სამინისტროს სათათბირო ორგანოს მდივანი, „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროები“;
07/2003 – 04/2004 საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი, „საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი“;
04/2004 – 12/2005 გენერალური დირექტორი, კომპანია „ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი“;
01/2005 – 01/2006 გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;
05/2005 – 01/2006 უფროსი ბიზნეს-კონსულტანტი, „პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი“ - CERMA;
01/2006 – 12/2007 გამგეობის თავმჯდომარე, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;
01/2008 – 12/2009 კვლევითი განყოფილების უფროსი, „საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრი“;
01/2009 – 10/2012 აღმასრულებელი დირექტორი, ,,კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“ - CIESR;
10/2012 – 04/2014 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
10/2012 – დღემდე პროფესორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის გამგე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
08/2014 – 10/2017 ქ. თბილისის მერი;
12/2017 -09/2019 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი;
2019 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ.
2022 წლის 24 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით.
სამეცნიერო-კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა:
10/2012 – დღემდე პროფესორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის გამგე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
06/2011 – 09/2011 / 06/2012 – 09/2012 სამეცნიერო სტაჟირება გერმანიის აკადემიური გაცვლების საბჭოს (DAAD) პროგრამით - გერმანია, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსურ მეცნიერაბათა კათედრა;
07-25.02/2011 ინდოეთის ტექნიკური და თანამშრომლობის (ITEC) ტრენინგ-პროგრამა: ფინანსური მენეჯმენტი, სამთავრობო ანგარიშებისა და ფინანსების ინსტიტუტი (INGAF), ფინანსთა სამინისტრო, ნიუ-დელი, ინდოეთი;
09/2009 – 10/2012 ასოცირებული პროფესორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის გამგის მ/შ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
02/2007 – 09/2009 სრული პროფესორი საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA;
10/2007-12/2007 / 10/2008 – 12/2008 სამეცნიერო სტაჟირება გერმანიის აკადემიური გაცვლების საბჭოს (DAAD) პროგრამით - გერმანია, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსურ მეცნიერაბათა კათედრა;
07/2006 „საბანკო, სადაზღვევო და საჯარო სექტორი: ემპირიული გამოცდილება და პოლიტიკის მართვა“ - გერმანია, პოტსდამის საზაფხულო აკადემია;
09/2006 – 09/2008 ასისტენტ-პროფესორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
09/2004 – 02/2007 მოწვეული პროფესორი საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA;
2009 და 2012 დამხმარე სახელმძღვანელო: „საზოგადოებრივი ადმინისტრირების საფუძვლები და საზოგადოებრივი ადმინისტრირება საქართველოში“ - თანაავტორი;
დამხმარე სახელმძღვანელო: „რისკების მართვა ბიზნესში“ - თანაავტორი;
1999 - 2017 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი და 48 ნაშრომის თანაავტორი.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი