კომისიის წევრი

დავით თვალაბეიშვილი

დაიბადა 1969 წლის 20 ივნისს

განათლება:

1996 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა - ფიზიკა

სამუშაო გამოცდილება:

1996-2005 - საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, უფროსი ექსპერტი, სტრატეგიული დაგეგმვისა და უცხოეთთან ურთიერთობის მენეჯერი;

2006-2007 - მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისი, ენერგეტიკული პროექტების დაფინანსების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში;

2008-2010 - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო, ენერგეტიკული პროექტების დირექტორი;

2010-2012 – USAID თბილისის ოფისი, ენერგეტიკული გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერი;

2013-2018 ოქტომბერი - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გენერალური დირექტორი;

2018 წლის ოქტომბერი - 2019 წლის მაისი - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე;

2019 წლის მაისი - 2021 წლის დეკემბერი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

2021 წლის დეკემბერი - 2023 წლის ივნისი - ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი;

2023 წლის 1 ივლისიდან აირჩა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრად

ჯილდო:

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ბაქო-სუფსის მილსადენის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი