აღმასრულებელი დირექტორი
ზოგადი საქმიანობა
აღმასრულებელი დირექტორი კოორდინაციას უწევს კომისიის აპარატის დეპარტამენტების საქმიანობას; კომისიაში შემოსული წერილების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვის პროცესში ახორციელებს შუალედურ მიმოწერას შესაბამის მხარეებთან; ხელმძღვანელობს კომისიის ბიუჯეტის მომზადებას და აკონტროლებს რეგულირების საფასურის დროულად გადახდას; ასევე აკონტროლებს კომისიის ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივ გამოყენებას.
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ასრულებს ცალკეულ დავალებებს. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს მოადგილე.
საკონტაქტო ტელეფონი: (032) 242 01 80, ელ.ფოსტა: mail@gnerc.org