კომისიის წევრი

 

 

 

გივი სანიკიძე

დაიბადა 1978 წლის 3 ივლისს

განათლება:

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2002 -  Shorebank Advisory Services ტრენინგი თემაზე “მცირე და საშუალო საწარმოები“;

2008 – “Sapienti Sat” სასწავლო ცენტრი ტრენინგი თემაზე „ბიზნესის მოდელები“;

2012 - სტაჟირების პროგრამა კენტუკის კომუნალური მომსახურების კომისიაში, აშშ;

2012 – ERRA მე-10 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ტრენინგი თემაზე „ენერგეტიკის რეგულირების საფუძვლები“, ბუდაპეშტი, უნგრეთი;

2012-2014 – „Twining“ საჯარო სამსახურების  დაძმობილების პროექტის ფარგლებში ელექტროენერგიის სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავებისა და დანერგვის შესახებ გამოცდილების გაზიარება ვენა, ავსტრია;

2012-2013 – „Twining“ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში ენერგეტიკული სექტორის სპეციალიზებული ტერმინოლოგიის შესწავლა-გამოყენება, ინგლისური ენის ინტენსიური კურსი;

2013 - ოჰაიოს შტატის კომუნალური მომსახურების კომისია სტაჟირების პროგრამა  „ბაზარი/კონკურენცია და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა“, ოჰაიო, აშშ;

2014 – BnetZa, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო გამოცდილების გაზიარება თემაზე „ელექტროენერგიის სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა, ბონი, გერმანია;

2014 – NARUC ტრენინგი თემაზე „ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაცია; მარეგულირებელი ხელშეკრულებები ბაზრის მონაწილეთა შორის; ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესები“

2016 - NCC გამოცდილების გაზიარება თემაზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი

2016 – DNV GL – KEMA Consulting GmbH ტრენინგი თემაზე „ბუღალტრული აღრიცხვის უნიფიცირებული სისტემა; ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მომსახურების ხარისხის მარეგულირებელი სტანდარტები; ლიცენზირება და საქმიანობის დაყოფა; ინვესტიციების შეფასება;

სამუშაო გამოცდილება:

1999-2001 - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის კათედრის ლაბორანტი;

2001-2005 – “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალი ანგარიშთა მმართველი, 2004 წლიდან უფროსი ანგარიშთა მმართველი;

2005-2010 – “საქართველოს ბანკის” ფოთის ფილიალის მმართველი, 2006 წლიდან ფილიალის მენეჯერი;

2010-2011 - შპს „ვარციხე 2005“ ეკონომიკურ-ტექნიკური უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილების უფროსი;

2011-დღემდე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია - 2011 წლიდან - საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ფინანსური ანალიზის სამმართველოს უფროსი; 2012 წლიდან - კომისიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; 2014 წლიდან - ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი.

2023 წლის 15 დეკემბრიდან არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ყავს მეუღლე და 1 შვილი