მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი
ზოგადი საქმიანობა:
- ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორების სატარიფო რეგულირება, რაც გულისხმობს კომისიის სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადების შესწავლასა და ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადებას და ტარიფების გაანგარიშებას.
- ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე, შესაბამისი წესებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების მომზადება და სატარიფო განაცხადის ფორმების შემუშავება კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით.
- კომისიის სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და მის საფუძველზე საწარმოების სატარიფო გაანგარიშებისათვის საჭირო სხვადასხვა პარამეტრების განსაზღვრა.
- დეპარტამენტის კომპეტენციასა და ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით კომისიაში შემოსულ კორესპონდენციებზე რეაგირება და შესაბამისი საპასუხო წერილების/განმარტებების მომზადება.
საკონტაქტო ტელეფონი: (032) 242 01 80, ელ.ფოსტა: mail@gnerc.org