მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი

ზოგადი სამიანობა

მიწოდებისა და განაწილების ლიცენზიატთა მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მონიტორინგის სისტემის კოორდინირება და მისი სრულყოფის მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება; მიწოდებისა და განაწილების ლიცენზიატთა მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონაცემთა შესწავლა-ანალიზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის, მათ შორის, კომერციული ხარისხის ელექტრონული ჟურნალის სათანადო ფუნქციონირება, საწარმოების მიერ მისი სრულფასოვნად დატვირთვის უზრუნველყოფა, ხარვეზებისა და შეცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება; გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა.

 

საკონტაკტო ტელეფონი: (032) 242 01 80 / ფაქსი: (032) 242 01 60 ელ.ფოსტა: mail@gnerc.org