ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი

ზოგადი საქმიანობა

ენერგეტიკულ და წყალმომარაგების სექტორების ლიცენზიატების, მიმწოდებლების, აგრეთვე ბაზრის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; სექტორებისათვის ტარიფების გაანგარიშება;

ლიცენზიატების, მიმწოდებლებისა და ბაზრის ოპერატორის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი; ყველა ლიცენზიატისათვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება;

სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ხარჯების აუდიტი, საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზის გაკეთება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით; დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება.

 

საკონტაქტო ტელეფონი: (032) 242 01 80 / ფაქსი: (032) 242 01 60 ელ.ფოსტა: mail@gnerc.org