ხშირად დასმული კითხვები
როგორ გავხდე აბონენტი?
როგორ ხდება მომსახურების საფასურის დარიცხვა და როგორია მისი გადახდის წესები?
თქვენ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალურად. აღრიცხვა ხორციელდება ყოველთვიურად და, შესაბამისად, ქვითარიც მოგეწოდებათ ყოველთვიურად, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. თქვენ მიერ მოხმარებული მომსახურების საფასური, რომელიც სრულად არის ასახული ქვითარში, უნდა გადაიხადოთ ქვითარში მითითებულ ვადაში. თუ თქვენ არ გადაიხადეთ დავალიანება ქვითარში მითითებულ გადახდის ვადაში, გამანაწილებელი კომპანია უფლებამოსილია შეგიწყვიტოთ მომსახურება. გათიშვის შემთხვევაში თქვენ მიერ დავალიანების სრულად დაფარვიდან არა უმეტეს რვა საათში კომპანიამ უნდა მოახდინოს მომსახურების აღდგენა.
– ქვითრის არმიღება არ განთავისუფლებთ გადასახადისგან. გადახდა შესაძლებელია აბონენტის ნომრის მითითებით.
– დაუშვებელია დავალიანების გამო ელექტროენერგიის გათიშვა საღამოს საათებში, უქმე ან დასვენების დღეებში და მათ წინ.
როგორ ხდება ახალი მომხმარებლის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება?
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით პირმა შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს გამანაწილებელ კომპანიას. მიერთების მსურველი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს მიერთების საფასურის 50% (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნილია გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი სახლის მიერთება. ამ შემთხვევაში მიერთების მსურველი ვალდებულია, საფასური გადაიხადოს სრულად). მიერთების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:
ძაბვის საფეხური, კვ |
სიმძლავრე, კვტ |
ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი - ვადა |
ახალი მომხმარებლისმიერთების საფასური დღგ-ისჩათვლით, ლარი |
0.220 |
1-10 |
40 |
400 |
0.380 |
1-10 |
40 |
1200 |
10 დან -30 |
40 |
4700 |
|
30 დან-50 |
40 |
7000 |
|
50 დან -80 |
40 |
10500 |
|
80 დან - 100 |
40 |
12000 |
|
100 დან-120 |
40 |
14000 |
|
120 დან -200 |
45 |
21500 |
|
200 დან -320 |
60 |
33000 |
|
320 დან -500 |
60 |
50500 |
|
500 დან -800 |
90 |
80000 |
|
800 დან -1000 |
90 |
100000 |
|
6.-10 |
1-500 |
60 |
48500 |
500 დან -1000 |
90 |
94000 |
|
1000 დან -1500 |
90 |
137000 |
|
1500 დან -2000 |
90 |
177000 |
|
2000 დან -3000 |
90 |
257500 |
|
3000 დან -5000 |
90 |
416000 |
დარჩენილი თანხა საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს 20 დღის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა - 10 დღის განმავლობაში.
გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად. თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით), განაცხადზე დადგინდება ხარვეზი და დარჩება განუხილველად. ამ შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანია მსურველს 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნებს მის მიერ გადახდილ საფასურს. თავის მხრივ, მიერთების მსურველს უფლება აქვს, მოითხოვოს საფასურის დაბრუნების გადავადება ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.
გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანია კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით.