განცხადება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებაზე დადგენილი აქვს ერთი კონტაქტით სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების სტანდარტი. ერთი კონტაქტით მიერთების სტანდარტი გულისხმობს განაცხადის მიღების შემდეგ ლიცენზიატის მიერ სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებას, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში. ამ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში მიერთების საფასური ნახევრდება, ვადის განმეორებით გადაცილებისას - ნულდება, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი გადაცილებისათვის კომპანია ვალდებულია გადაგიხადოთ კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.
აღნიშნულ პროცესს, განაცხადის ჩაბარებიდან მომარაგების დაწყებამდე, კომისია 2017 წლიდან აკონტროლებს რეალურ დროში ელექტრონული ჟურნალებით. ამასთან, თუ სამუშაოების შესრულებისას გამოვლინდა საგამონაკლისო ხელის შემშლელი გარემოება, მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე, მიერთების მსურველის პოზიციის გათვალისწინებით.
იმისთვის, რომ ყოველგვარი გართულების გარეშე ისარგებლოთ ამ სტანდარტით, გთხოვთ:
1) სრულად შეავსოთ კომისიის მიერ დამტკიცებული ახალი მომხმარებლის მიერთების განაცხადის ფორმა (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, წყალმომარაგება) და მოითხოვოთ მისი რეგისტრაციის ნომერი;
2) მიერთების სამუშაოების პირველ ვადაში (40 სამუშაო დღე) თავი შეიკავოთ ლიცენზიატთან კომუნიკაციისაგან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა და მოთხოვნის შესრულების გაჭიანურება;
3) ლიცენზიატისგან დამატებითი პირობის ან მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კომისიის ქოლცენტრს - 16 216 (09:00 - 18:00 დაკავშირება უფასოა ყველა ოპერატორიდან).
იხილეთ ბროშურა: ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ერთი კონტაქტით სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების სტანდარტი
The connection of a new consumer on the basis of single interaction principle