საერთაშორისო ურთიერთობები
დღიდან დაარსებისა კომისია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი არის USAID. სწორედ მისი უშუალო ხელშეწყობით ჩამოყალიბდა მარეგულირებელი კომისია და შეიქმნა საბაზისო კანონმდებლობა. კომისიისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა საერთაშორისო ურთირთობების ჩამოყალიბება და გამყარება როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს მარეგულირებელ ინსტიტუტებთან. დღეისათვის კომისია წარმოადგენს ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) წევრ-დამფუძნებელ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. ასევე, საქართველო ევროპის"ენერგეტიკული თანამეგობრობის" (Energy Community) წევრია და კომისია აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. NARUC-ის "პარტნიორობის პროგრამის" ფარგლებში კომისია და აშშ-ს მარეგულირებელი კომისიები ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს. . კომისიას მჭიდრო ურთიერთობები აქვს რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებთან.