აზიის განვითარების ბანკის ენერგიის შენახვისა და მწვანე წყალბადის სექტორის ჩამოყალიბების პროგრამა
აზიის განვითარების ბანკის ენერგიის შენახვისა და მწვანე წყალბადის სექტორის ჩამოყალიბების პროგრამა
სექტორის განვითარების აღნიშნული პროგრამა დაიწყო 2022 წელს და მიზნად ისახავს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ქსელის მდგრადობის გაძლიერებას, მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას, განახლებადი ენერგიის, რომელიც მოიცავს ქარისა და მზის ენერგიებს, ასევე მწვანე წყალბადს, განვითარებაში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას.
აღნიშნული ინიციატივის მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება სამი ძირითადი შედეგის მიღების გზით, როგორიცაა:
- მდგრადი პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება, რათა შესაძლებელი გახდეს ენერგიის შემნახველი ბატარეების დანადგარების განვითარება.
- ყოვლისმომცველი პოლიტიკის, სტრატეგიისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება, რომელიც ხელს უწყობს მწვანე წყალბადის განვითარებას, რაც ასევე გულისხმობს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას.
- ენერგიის შემნახველი ბატარეების დანადგარების დანერგვა ენერგეტიკული უსაფრთხოების ზომების შემდგომი გაძლიერების მიზნით.







GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019