საკანონმდებლო ცვლილებები

17 ნოემბერი, 2016

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №2406 განკარგულებით ცვლილება შევიდა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულებაში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დაევალა მის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში, უზრუნველყოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის 8 და კასპის მუნიციპალიტეტის 2 სოფლის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების (ჭაბურღილების, სადაწნეო კოშკების, საქლორატოროების, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში, ასევე წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის) სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“

 

აქვე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულებით განსაზღვრული იყო მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის რვა და კასპის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების (ჭაბურღილების, სადაწნეო კოშკების და საქლორატოროების) სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ხოლო აღნიშნული ცვლილებით, დამატებით განისაზღვრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულების მე-2 პუნქტით აღნიშნული სამუშაოების ნაწილობრივ დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი იყო 1 800 000 ლარი, შპს  „საქართველოს გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: