საკანონმდებლო ცვლილებები

21 აგვისტო, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს N1639 განკარგულებით ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისა და ახალი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობის ამაღლების, კერძოდ, პოტენციური აბონენტებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ დაევალა უზრუნველყოს ტაბახმელაში არსებული 110/35/10 კვ ქვესადგურიდან გამავალი 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მოკლე ვადებში მშენებლობის მიზნით საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. იმავდროულად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს 600 000 (ექვსასი ათასი ) ლარის გამოყოფა და სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა, შემდგომში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა