საკანონმდებლო ცვლილებები

21 აგვისტო, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს N1626 განკარგულებით საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა უზრუნველყოს ბოლნისი, დმანისის, გორის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხის, კასპის, ლანჩხუთის, მცხეთის, სენაკის, ჩოხატაურის, ხაშურის, ხობის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭიროს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება. იმავდროულად ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო 27 000 000 ლარის რესურსების მოძიება, მათ შორის ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის წინადადების წარმოდგენა; ბ) საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინება.  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: გაზიფიცირება