საკანონმდებლო ცვლილებები

7 სექტემბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №1711 განკარგულებით   საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნში, ზაქათკარში, ჯაღმიანში, ბედონში, ბენიან-ბეგონში, იუხოში, მუდურუში, წკერეში, ციხიანში, სვიანა-როსტიანსა და ქოროღოში, აგრეთვე იმ სოფლებში, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 მაისამდე და 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 მაისამდე პერიოდში (შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შეღავათის ფარგლებში) საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურება 843 690,18 ლარის ოდენობით და შპს „სოკარ ჯორჯია გაზთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ბუნებრივი გაზი,შეღავათები,დუშეთის მუნიციპალიტეტი