საკანონმდებლო ცვლილებები

1 იანვარი, 1970

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აგვისტოს №1772 განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მდებარე:

  • გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი - 20 კვ.მ;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაპანახჩი, წითელი ხიდის მიმდებარედ - 20 კვ.მ;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა წაღვერი - 9 კვ.მ;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი - 9 კვ.მ;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი - 9 კვ.მ

პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2100 ლარად საკუთრებაში გადაეცა სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“.  ამასთან, საპრივატიზაციო პირობად განისაზღვრა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სატრანსფორმატორო პუნქტების განთავსება. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,ტარიფები