საკანონმდებლო ცვლილებები

17 ნოემბერი, 2016

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №2409 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში გ. ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე 35 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.32.17.262), მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.12.04.483), გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.29.513) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში მდებარე 440.56 მ ელექტროგადამცემი ხაზი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.00.694), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9741 (ცხრა ათას შვიდას ორმოცდაერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: №205169066) სპეციალური საპრივატიზაციო პირობებით.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3440060

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: