საკანონმდებლო ცვლილებები

12 სექტემბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აგვისტოს N1783 განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 220კვ-იანისაჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის –„ახალციხე-ბათუმის“მშენებლობის მიზნით,სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

  • კაკლის ხე ( Juglans regia L) – 10(ათი) ინდივიდი;
  • ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.)– 299(ორასოთხმოცდაცხრამეტი) ინდივიდი;
  • კოლხური მუხა (QuercushartwissianaStev) – 420 (ოთხასოცი) ინდივიდი;
  • უთხოვარი (TaxusbaccataL..) – 3 (სამი) ინდივიდი;
  • კეთილშობილი დაფნა(LaurusnobilisL.) – 5 (ხუთი) ინდივიდი;
  • მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 4 (ოთხი) ინდივიდი. გადადით ვებგვერდზე
გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,გადამცემი ქსელის მშენებლობა,ელექტროსისტემა