საკანონმდებლო ცვლილებები

14 სექტემბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N1850 განკარგულებით მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯჯპ-ს“ შორის დასადები შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამავე განკარგულებით მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობას, შპს „ჯჯპ-ს“, შპს „ჯჯპ ზეკარს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,ჰესი