საკანონმდებლო ცვლილებები

14 სექტემბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N1847 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს N1639 განკარგულებაში, რომლის თანახმადაც:

  • განისაზღვრა, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი ქსელში ჩართვა პირველ ეტაპზე განახორციელოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, 110/35/10 ქ/ს „ტაბახმელადან“ გამავალი 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით, ხოლო მეორე ეტაპზე მოხდეს მისი დაკავშირება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ელექტროგადამცემ ქსელთან;
  • აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხა 600 000 ლარის ოდენობით გაიზარდა 1 000 000 ლარამდე. გადადით ვებგვერდზე
გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,გადამცემი ხაზი,ტარიფები