საკანონმდებლო ცვლილებები

14 სექტემბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N1839 განკარგულებით, შპს „ენერგო ინვესტს“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 4785 ლარად იჯარის უფლებით გადაეცა ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. აღნიშნული უძრავი ქონების გამოყენება უნდა მოხდეს შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის – „ავანი ჰესის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ენერგეტიკა,ჰესი