საკანონმდებლო ცვლილებები

27 სექტემბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 სექტემბრის N1957 განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2370 (ორი ათას სამას სამოცდაათი) ლარად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები:

  • დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ხომი - 9 კვ.მ;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩანადირები - 12 კვ.მ;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფელი კლდე - 9 კვ.მ;
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტი სოფელი გუმბრა - 20 კვ.მ;
  • ქალაქი გორი, მოსკოვის ქუჩა - 12 კვ.მ;
  • ქალაქი გორი, მოსკოვის ქუჩა - 12 კვ.მ.

საპრივატიზაციო პირობად დამატებით განისაზღვრა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სატრანსფორმატორო პუნქტების მოწყობა. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,ტარიფები,ენერგო-პრო ჯორჯია