საკანონმდებლო ცვლილებები

27 სექტემბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის N1890 განკარგულებით  შპს „აჭარ ენერჯი - 2007-ს“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 520 (ხუთას ოცი) ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში მდებარე 271.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სარგებლობაში გადაცემის დამატებით პირობად განისაზღვრა ამ უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი - 2007-ს“, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურების: „კირნათისა“ და „ხელვაჩაური I-ის“ ფუნქციონირების მიზნით. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,ჰესი