საკანონმდებლო ცვლილებები

11 ნოემბერი, 2016

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ნოემბრის №2365 განკარგულებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დაევალა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მიზნით, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის“ 101 მუხლის 31 პუნქტის  თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: