საკანონმდებლო ცვლილებები

13 ოქტომბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის N2053 განკარგულებით მოწონებულ იქნა:

  • შეთანხმება საქართველოს მთავრობას, სს „გალტ ენდ თაგარტს“, სს „ზოტი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  • საქართველოს მთავრობასა და სს „ზოტი ჰიდროს“ შორის დასადები ხელშეკრულება „ზოტი 1“ და „ზოტი 2“ ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.

საპროექტო კომპანიის მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მთავრობამ უზრუნველყოს სს „ზოტი ჰიდროსთვის“ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (240,000 აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,ჰესი