საკანონმდებლო ცვლილებები

13 ოქტომბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის N2064 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილნარში მდებარე 256.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილნარში მდებარე 256.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემდეგი საპრივატიზებო პირობით:

„თურქეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზის აშენება და ამავე მემორანდუმით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში გაშვება. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,ტარიფები