საკანონმდებლო ცვლილებები

16 ოქტომბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 სექტემბრის N2040 განკარგულებით ცვლილება შევიდა „გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 სექტემბრის №1932 განკარგულებაში რომლის თანახმადაც ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკთან (ICBC) გასაფორმებელი დავალების ხელშეკრულებით (Mandate Letter) გათვალისწინებული მომსახურების  განხორციელების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2018 წლის 30 მარტით. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,თბოელექტროსადგური