საკანონმდებლო ცვლილებები

16 ოქტომბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N2033 განკარგულებით სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის – „ქსანი-სტეფანწმინდის“ მშენებლობის პროექტის მსვლელობისას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებითი ალტერნატიული მარშრუტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურებების (სპეცტექნიკის დაქირავება, არქეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მომსახურებები და ტყის ჭრების მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,ელექტროგადამცემი ხაზი