საკანონმდებლო ცვლილებები

16 ოქტომბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N2030 განკარგულებით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიეცა უფლება უზრუნველყოს ონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ონში „ჟიჟორეთის“ სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მდინარე რიონზე, დაახლოებით, 150 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კონსტრუქციების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.

მასვე მიეცა უფლება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №713 განკარგულების საფუძველზე განსაზღვრული თანხიდან დარჩენილი 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარი მიმართოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: წყალმომარაგება