საკანონმდებლო ცვლილებები

16 ოქტომბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში რის შედეგადაც:

  •  კასპის მუნიციპალიტეტის გარიყულის, სასირეთისა და თელაგორის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება დაევალა მხოლოდ გარიყულსა და თელაგორში;
  • ამოღებული იქნა „პ“ ქვეპუნქტი რომელიც ითვალისწინებდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაგოლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას;
  • დაემატა „რ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ დელტასუბნის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულებას. გადადით ვებგვერდზე
გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ბუნებრივი გაზი,გაზიფიცირება