საკანონმდებლო ცვლილებები

17 ოქტომბერი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის N2082 განკარგულებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2860 ლარად საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მდებარე:

  • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ მუხათგვერდი - 9 კვ.მ;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ წეროვანი - 9 კვ. მ;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ წილკანში - 20 კვ. მ;
  • საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელ სხვიტორი - 9 კვ. მ;
  • ქალაქ წალენჯიხა, სალიას ქუჩა - 20 კვ. მ.

საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,საკუთრებაში გადაცემა