საკანონმდებლო ცვლილებები

11 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 ოქტომბრის N2270 განკარგულებით ცვლილება შევიდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით  სარგებლობის ვადის გაგრძელების მიზნით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №2459 განკარგულებასა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2270 განკარგულებაში, რის საფუძველზეც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წალენჯიხისა და კოლხეთის სატყეო უბნებში მდებარე 16 118 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა გაგრძელდა 2018 წლის 27 ნოემბრამდე, ხოლო  სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წალენჯიხისა და კოლხეთის სატყეო უბნებში მდებარე 369857 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა 2018 წლის 18 ოქტომბრამდე. გადადით ვებგვერდზე 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა