საკანონმდებლო ცვლილებები

1 იანვარი, 1970

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით, 2017 წლის 02 მაისს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში  სხდომის დარბაზში მოწვეული იქნა სს „კახეთის ენერგო“ დისტრიბუციის კრედიტორთა მეორე კრება, ვინაიდან არ შედგა 2017 წლის 18 აპრილს დანიშნული კრება.  სხდომის დღის წესრიგით სასამართლომ უნდა განიხილოს სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორული მოთხოვნების 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით - 2 385 431,06 ლარის მეორე რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარება და სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად ასახვა.

გამომცემი ორგანო: სასამართლო
დოკუმენტის ტიპი: განჩინება
თემატიკა: