საკანონმდებლო ცვლილებები

11 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N2264 განკარგულებით 3 წლით გადავადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „ენგურჰესს“ შორის „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავალიანების მომსახურების შესახებ“ 2009 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებისა და „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ენგურჰესისთვის“ ძირითადი თანხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებები, საურავების დარიცხვის გარეშე (მათ შორის, 2017 წლის 25 ოქტომბრის გადასახდელის). გადადით ვებგვერდზე 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა