საკანონმდებლო ცვლილებები

11 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 19 ოქტომბრის N2186 განკარგულებით მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობასა და შპს „ლასკადა ენერჯის“ შორის დასადები შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 30 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ამავე განკარგულებით მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობას, შპს „ლასკადა ენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა