საკანონმდებლო ცვლილებები

13 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 დეკემებრის N2602 განკარგულებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საბაზრო ფასად − 43 295 ლარად, საკუთრებაში გადაეცა შპს „მტკვარი ჰესს“,     საქართველოს მთავრობას,  შპს „მტკვარი ჰესსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „მტკვრის“ აშენებისა და ამავე მემორანდუმით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. გადადით ვებგვერდზე 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა ჰესი