საკანონმდებლო ცვლილებები

28 აპრილი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №771 განკარგულებით ცვლილება შევიდა  „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: საბუესა და ზინობიანის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ნაცვლად დაევალა მხოლოდ სოფელ საბუეს გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება.იხილეთ ვებგვერდზე.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: გაზიფიცირება