საკანონმდებლო ცვლილებები

13 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ნოემბრის N2501 განკარგულებით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ დაევალ უზრუნველყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანებისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების, აგრეთვე სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება 589 000 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარის ფარგლებში.

მასვე მიეცა უფლება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2147 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 127 774.05 ლარი,  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 114 402.49 ლარი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 სექტემბრის №1798 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 63 066.44 ლარი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №713 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 141 580 ლარი, ჯამში – 446 822.98 ლარი  მიმართოს ამ ღონისძიებების განსახორციელებლად.

ამ განკარგულების გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყო 142 177.02 ლარი. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: წყალმომარაგება