საკანონმდებლო ცვლილებები

16 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N2738 განკარგულებით 154 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის – „ჭოროხის“ მშენებლობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის 318 635 კვ. მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. მასვე მიეცა უფლება ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

  • ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 1959 ინდივიდი;
  • „პატარა თელადუმა“ (Ulmus minor Mill.) – 19 ინდივიდი;
  • „მცირენაყოფიანი ბალამწარა“ (Cerasus microcarpa C.A Meyer) – 13 ინდივიდი;
  • „კაკლის ხე“ ( Juglans regia L) – 8 ინდივიდი. გადადით ვებგვერდზე 
გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა