საკანონმდებლო ცვლილებები

16 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2017  წლის 28 დეკემბრის N2728 განკარგულებით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიეცა უფლება უზრუნველყოს ახალციხის მუნიციპალიტეტში ამორტიზებული V=2x800მ³ რეზერვუარების ნაცვლად ახალი რეზერვუარების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ამ სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: წყალმომარაგება