საკანონმდებლო ცვლილებები

16 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N2735 განკარგულებით ცვლილება შევიდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ივლისის №1633 განკარგულებაში რის საფუძველზეც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონება (იხ. დანართი 2735) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 3 700 458.92 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“.  ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ამ განკარგულების დანართ №3-ით განსაზღვრული აბონენტ(ებ)ის უსასყიდლოდ დაერთება ვერ განხორციელდა 2018 წლის 10 აგვისტომდე იმ მიზეზით, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე/მოსარგებლე ადგილზე არ იმყოფება და ვერ იქნა მოძიებული ან „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად არ მოუთხოვია უსასყიდლო მიერთება, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვალდებულია, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ საპრივატიზებო თანხაზე დამატებით თითოეულ ასეთ აბონენტზე 400 (ოთხასი) ლარის გადახდა არა უგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა.“ გადადით ვებგვერდზე 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ბუნებრივი გაზი