საკანონმდებლო ცვლილებები

3 ნოემბერი, 2016

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 ნოემბრის №2323 განკარგულებით, საქართველო მიუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითრების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს შესაბამის სხდომაზე მიღებულ „მწვანე ზრდის დეკლარაციას“.

აღნიშნული დეკლარაცია ითვალისწინებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და ერთ-ერთ მიზანია ხელი შეუწყოს „სუფთა ტექნოლოგიების“ განვითარებას, მათ შორის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებას.  http://www.oecd.org/officialdocuments/publicdisplaydocumentpdf/?doclanguage=en&cote=C/MIN(2009)5/ADD1/FINAL

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროში მუშავდება მწვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: