საკანონმდებლო ცვლილებები

16 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N2707 განკარგულებით ცვლილება შევიდა  „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 აპრილის №867  განკარგულებაში, რის საფუძველზეც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გორის, ქარელის, ზუგდიდის და კასპის მუნიციპალიტეტებში არსებული ქონება (იხ. დანართი 2707), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 048 895.64 ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, ამასთან იმ შემთხვევაში, თუ ამ განკარგულების დანართი №3-ით განსაზღვრული აბონენტ(ებ)ის უსასყიდლოდ დაერთება ვერ განხორციელდა 2018 წლის 17 ივლისამდე, იმ მიზეზით, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე/მოსარგებლე ადგილზე არ იმყოფება და ვერ იქნა მოძიებული ან „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად არ მოუთხოვიათ უსასყიდლო დაერთება, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვალდებულია, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ საპრივატიზებო თანხაზე დამატებით, თითოეულ ასეთ აბონენტზე 400 (ოთხასი) ლარის გადახდა არა უგვიანეს 2018 წლის 1 სექტემბრისა.“ გადადით ვებგვერდზე 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ბუნებრივი გაზი