საკანონმდებლო ცვლილებები

31 მაისი, 2018

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის N286 დადგენილებით ცვლილება შევიდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში I კლასის ელექტროგადამცემი ხაზის, გაზსადენის, წყალსადენის ან წყალარინების მილის მშენებლობისას არ არის სავალდებულო განცხადებას თან დაერთოს ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან საზოგადოებრივ სივრცეში ასეთი ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, მათ შორის სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებიდან თანხმობის მიღებას ასეთის საჭიროების შემთხვევაში. პროცედურისათვის განისაზღვრა 20 სამუშაო დღე.  გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ხაზობრივი ნაგებობები