საკანონმდებლო ცვლილებები

1 მაისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №749 განკარგულებით შპს „აჭარა ენერჯი - 2007“-ს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49  წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად, 520 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახოში მდებარე 271.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი – 2007“-ს, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურების „კირნათისა“ და „ხელვაჩაური I-ის“ მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის მიზნით.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა,ელექტროენერგეტიკა,ტარიფები