საკანონმდებლო ცვლილებები

28 ივნისი, 2018

კომისიის 2018 წლის 22 ივნისის N8 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში, რომლის თანახმადაც:

  1. ლიცენზიატის განესაზღვრა ვალდებულება მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენისას მომხმარებლის ინფორმირება მოახდინოს დაუყოვნებლივ;
  2. დაზუსტდა ქვითარში მისათითებელი ინფორმაცია;
  3. დამატებით განისაზღვრა, რომ 1 ლარამდე დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ შეიძლება მომარაგების შეწყვეტია;
  4. დაზუსტდა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს მომხმარებელს დეპოზიტი და გარკვეულ შემთხვევებში განისაზღვრა დეპოზიტის მოთხოვნის წესი;
  5. განისაზღვრა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან უკანონოდ მოხმარების შესახებ ელექტრონულ აქტზე მომხმარებლის ახსნა-განმარტების დაფიქსირების წესი, თუ აღნიშნული ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული აქტის შედგენის საშუალებით;
  6. ამოღებული იქნა 24-ე მუხლი, საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის კუთვნილ სალტეზე ელექტროენერგიის შესყიდვა;
  7. განისაზღვრა იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მარაგდებოდა;
  8. დადგინდა უძრავი ქონების გაყოფის, ან მის ადგილზე სხვა უძრავი ქონების წარმოქმნისას ამ უკანასკნელის ქსელზე მიერთების წესი, საფასური და პროცედურები;
  9. ცვლილება შევიდა სიმძლავრის გაზრდის წესებში, მათ შორის სიმძლავრის გაზრდის საფასური განახევრდება, თუ განაწილების ლიცენზიატი არ უზრუნველყოფს სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დასრულებას;
  10. ლიცენზიატების განესაზღვრათ ვალდებულება 2021 წლის 1 იანვრამდე, 6/10 კვ ძაბვის მომხმარებლის აღრიცხვის კვანძი, რომელიც ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, გადაიტანოს მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური. ასევე, განისაზღვრა მომხმარებლის უარის შემთხვევაში, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ლიცენზიატმა. გადადით ვებგვერდზე
გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ცვლილება წესებში