საკანონმდებლო ცვლილებები

2 ივლისი, 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის N1-1/326 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“, რომლის თანახმადაც დაზუსტდა პირდაპირ მომხმარებელთან დაკავშირებული რეგულაციები, ამასთან განისაზღვრა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული საწარმოს პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: სამინისტროები
დოკუმენტის ტიპი: ბრძანება
თემატიკა: ბაზრის წესები